ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პაციენტს თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში რეკომენდაციად ლოცვა გამოუწერეს

პაციენტს თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში რეკომენდაციად ლოცვა გამოუწერეს.  ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

„რეკომენდაცია: ლოცვა, ნატურალური პროდუქტებით კვება, მხიარული და კეთილი განწყობა ყველასა და ყველაფრისადმი“, – ეს გაცემული რეკომენდაციების ნაწილია.

კლინიკა უზნაძის N49-ში მდებარეობს – საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს „ქ.თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფო“ თბილისის მერიის საკუთრებაააღნიშნული რეკომენდაცია კი ექიმმა ეკა ქიმუცაძე.

შეკითხვაზე თუ რა სახის ლოცვებია რეკომენდებული, იგი გვპასუხობს, რომ „ჩვეულებრივი „მამაო ჩვენოც” საკმარისია“.

„ლიბერალი“ ესაუბრა კარდიოლოგიური საავადმყოფოს დირექტორს, თეიმურაზ შენგელიას, რომლის თქმით, ეკატერინე ქიმუცაძე, ნამდვილად მუშაობს კარდიოლოგიური საავადმყოფოს შენობაში, თუმცა კლინკის ექიმი არ არის, არამედ იქ ოფისი აქვს ნაქირავები.

„რამდენადაც ვიცი, ის ფუნქციურ დიაგნოსტიკას აკეთებს“, – ამბობს კლინიკის დირექტორი. მისი ინფორმაციით ეკატერინე ქიმუცაძე ბიოლოგია.

იტვირთბა....