ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულუკიანი: ივანიშვილის დაბრუნებით პარტიის განვითარებაში ახალი ფაზა იწყება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებს. მისი თქმით, “ქართული ოცნება” თავისი განვითარების გადამწყვეტ ეტაპზე დგას. შესაბამისად ივანიშვილი უკან დაბრუნებით პარტიულ აქტივებს ახალ სულისკვეთებას მისცემს.

“იწყება ახალი ფაზა პარტიის განვითარებაში, რომელიც იმედი მაქვს გააძლიერებს არამხოლოდ პარტიის მმართველ რგოლებს, ​არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტიულ აქტივს, ამომრჩევლებს და შთაბერავს ახალ სულისკვეთებას მათ, ვინც 2012 წლის პირველ ოქტომბერს ამ პარტიის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი”, – თქვა წულუკიანმა.

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პარტია “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” თავმჯდომარის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს და მის ადგილს ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს დღეს შესთავაზა პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო.

 

იტვირთბა....