ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სერგო დარბაიძე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი

სოფელ ქვეშიდან გატაცებული სერგო დარბაიძის ოჯახში გორის მერი კოტე თავზარაშვილი მივიდა. მერის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი სტრუქტურა.

„იმყოფება იზოლატორში. შესაბამისი სამსახურები ჩართული არიან. ყველა საქმის კურსშია. და ვიმედოვნებთ რომ იგი სულ მალე დაუბრუნდება თავის საცხოვრებელ სახლს,“-განაცხადა გორის მერმა.

შეგახსენებთ, რომ 50 წლის სერგო დარბაიძე  საქონელს მწყემსავდა, როდესაც ის რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. ოჯახის წევრების თქმით საქონელს დარბაიძის საკუთარ ბაღში აძოვებდა. გატაცებული ოჯახს ტელეფონით თავად დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ აცნობა.

„ბაღში იყო გადასული, ძროხებს აძოვებდა და იქიდან წაიყვანეს. დაახლოებით 7 საათი იქნებოდა. დარეკა კარგად ვარ და  ცხინვალში გადამიყვანესო,“-განაცხადა გატაცებულის ახლობელმა ალექსი დარბაიძემ

იტვირთბა....