ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ დაბრუნება არის მხოლოდ პოზიტიური იმპულსი – მმართველი პარტიის გაძლიერება კი, ქვეყნის გაძლიერებას ნიშნავს.
“ძალიან დიდი ხანია, რაც ამ საკითხზე მიდის საუბარი და პარტიის შიგნით ახალი ამბავი არ არის. ბატონი ბიძინა წინადადებას საბოლოოდ დათანხმდა. ეს პარტიისათვის იქნება ახალი პოლიტიკური იმპულსი. ბატონი ბიძინას ჩართვა პარტიას გააძლიერებს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
მისივე ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება სახელისუფლო საკადრო ცვლილებებს არ გამოიწვევს.
“გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას და იმ გამოწვებებზე პასუხების გაცემას განაგრძობს, რაც საზოგადოებას აწუხებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.