ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოგუაძე: ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება დასავლეთის ზეწოლის შედეგად მიიღო

“თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე „მეტრონომთან“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებს. მისი თქმით, ეს არის არაფორმალური მმართველობიდან ფორმალურ მმართველობაზე გადმოსვლა, რადგანაც გოგუაძის აზრით ის არსადაც არ წასულა და ქვეყანას ისედაც მართავდა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს არ იქნება ნორმალური პარტია.

ეს არის კომუნისტური პარტია, რადგანაც საბჭოთაკავშირში გენმდივანი ყოველთვის ყველაზე და ყველაზე მაღლა იდგა. ამიტომ ნებისმიერი სხვა ინსტიტუტის წარმომადგენელს გადაწყვეტილების მიღებისთვის მისგან თანხმობა სჭირდებოდა. გოგოუაძე ფიქრობს, რომ ივანიშვილი იქნება კომუნისტური პარტიის ლიდერი, სადაც ყველაფერს ერთპიროვნულად თავად გადაწყვეტს. თუმცა, პოლიტიკოსის აზრით, მან უკან დაბრუნება არა პარტიაში არსებული დაპირისპირების გამო , არამედ დასავლეთის ზეწოლის შედეგად გადაწყვიტა.

„ამ დაბრუნებით დიდ ცვლილებებს არ ველი. გაგრძელდება ყველეფერი ისე, როგორც იყო. უბრალოდ მის არაფორმალურ მმართველობას ფორმალური სახე მიეცა. მისი უფლებამოსილება განუზომლად უფრო მეტი იქნება, ვიდრე ეს ევროპის რომელიმე დემოკრატიული ქვეყნის პარტიის თავმჯდომარის.
ერთის მხრივ მან აღიარა, რომ მისმა არაფორმალურმა მმართველობამ და პარტიამ სახელმწიფო კრიზისში შეიყვანა. მან გვითხრა, რომ უკან დაბრუნება იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ქვეყანაში კატასტროფული სიტუაცია შეიქმნებოდა. გამოდის რომ მან ესეც აღიარა და მისი ქცევით დაადასტურა, რომ ქვეყანაში კრიზისული სიტუაციაა და მისმა პარტიამ სახელმწიფო ჩიხში შეიყვანა.

აპოკალიფსური სიტუაცია თავად დაგვიხატა, როცა შეიძლება ის უკან დაბრუნებულიყო. ხოდა ახლა თავისი საკუთარი ქცევით დაგვიდასტურა, რომ ქვეყანა სწორედაც, რომ ამ მდგომარეობამდეა მისული. არ მგონია მისი უკან დაბრუნება მხოლოდ პარტიაში შექმნილი სიტუაციის გამო მომხდარიყო. ისედაც კარგად ვიცით, რომ მისი ერთი სიტყვა ყველამათგანისთვის კანონია. უფრო ვფიქრობ, რომ მან ძალიან ბევრი შენიშვნა მიიღო დასავლერი ლიდერებისგან, რომ მისი არაფორმალური მმართველობა უკვე პრობლემა იყო. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ მან არაფორმალური მმართველობა ფორმალურად ექცია და როგორც მას, ასევე სახელმწიფოს საერთაშორისო არენაზე პრობლემები არ შექმნოდა“,-განაცხადა გოგუაძემ „მეტრონომთან“.

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პარტია “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” თავმჯდომარის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს და მის ადგილს ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს დღეს შესთავაზა პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო.

იტვირთბა....