„ქართული ოცნების“ წევრის გედევან ფოფოხაძის განცხადებით, მისი პარტიიდან წასვლა არასწორი იქნება, რადგან ბიძინა ივანიშვილმა გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას On.ge ავრცელებს.
“ფაქტობრივად უმრავლესობას ველოდებოდი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იმდენად ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია ამ გუნდისთვის და მას ისეთი პოლიტიკური წონა აქვს, რომ, რა თქმა უნდა, მე ამ ფაქტორის გათვალისწინებით ვიმოქმედებ ამის შემდეგ. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ჩემი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა არასწორი იქნება, რომ წავიდე. ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და მე რატომ უნდა წავიდე?!” – თქვა მან.
მისი თქმით, ივანიშვილის მონაწილეობით ქართულ ოცნებაში არსებული პრობლემების მოგვარების უფრო დიდი რესურსია.
გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქართულ ოცნებას მაინც აერთიანებდა და მისი პერსონალური მონაწილეობა, ნებისმიერი ფორმით, სასარგებლო იქნება