რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ქვეშეთიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ოკუპანტებმა სერგო დარბაიძე დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.
დაკავებული სავარაუდოდ ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.