აფხაზეთიდან გადმოსვენებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტის ამოცნობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ასე რომ, 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას გაუჩინარებული მებრძოლების ნეშტებს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 12:00-15:00 საათამდე გაიმართება. 16:00 საათზე კი მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.