საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მხარს უჭერენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელური ღონისძიების “ადამიანის უფლებების პატივისცემა მდგრადი მშვიდობისთვის” მონაწილეებს, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს.
“ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას. ეს არის პრაგმატული, ინოვაციური გეგმა და იძლევა კარგ შესაძლებლობებს ომით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ხიდების აგების”, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელმა ჯონათან ალენმა.
“ინიციატივები ხიდების მშენებლობისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არის ის, რაც ჩვენ დღეს გვჭირდება”, – განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ ჯანელიძე, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებში მონაწილეობს. მინისტრი სიტყვით უკვე გამოვიდა.