გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
10:15 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 461 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში: ჟებოტა, თეთრახევა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე – 548 აბონენტს ზაჰესში კომის, პლატინის, ოძელაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე დიღომში და სოფელ დიღომში კავთის, გაბრიელ ათონელის, დედოფალი ელენესა და მეფე კონსტანტინეს და მიმდებარე ქუჩებზე; 11:10 საათიდან 18:00 საათამდე – 1434 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში: ფასანაური, წითლიანა, ქოჩორაანი, ქავთარაანი, ხომი, მუქო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.