დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთიდან გადმოსვენებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ამოცნობილია.
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში, 25 აპრილს 19:00 საათიდან, 26 აპრილს კი 12:00-15:00 საათამდე გაიმართება.
26 აპრილს, 16:00 საათზე, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.