ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ახალციხეში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაზარალებულის, არამ პოღოსოვას ინფორმაციით, რომელიც ახალციხის მკვიდრია, ცეცხლი მის მანქანას განზრახ წაუკიდეს. თუმცა ვინ და რა მოტივით ჯერ უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ  ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ავტომობილს ექსპერტიზა უტარდება.

იტვირთბა....