ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჟორჟოლიანი: “ეს ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური დევნითაა დაკავებული”

ცოტა ხნის წინ პროკურატურაში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც “იმედის” დარბევის საქმეს ეხებოდა, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალური ქსელით გამოეხმაურა  და აღნიშნა, რომ ირაკლი კოდუა იმ დროს ჟურნალისტებს ეხმარებოდა.

“იმედში ვინც მაშინ მუშაობდა, ყველამ იცის, როგორ გამოყავდა ერეკლე კოდუას თანამშრომლები შენობიდან და მისი პირადი მანქანითაც კი უშვებდა სახლში. შესაბამისად, ჟურნალისტებმა იციან სიმართლე.

რაც შეეხება ხალხს, მათმა დიდმა ნაწილმაც იცის უკვე რომ ეს ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური დევნითაა დაკავებული. აბა, რაღა დროს კოდუაა. ის , ხომ მხოლოდ მიშასთან გადაღებულმა ფოტომ
გაგახსენათ და სხვებივით რომ ეთანამშრომლა თქვენთან, იცხოვრებდა ქვეყანაში მშვიდად.

მოკლედ, საბას მამა, ისედაც ვერ ჩამოვა ქვეყანაში, ვიდრე თქვენ ხართ მთავრობაში და წერეთ და იკითხეთ ეგ თქვენი ბრალი. და ამ ყველაფრის პარალელურად გემს მიხედეთ, გემს.

ირაკლი, შენ ჩემზე კარგად იცი, რომ ყველაფერი მაგრად იქნება” – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

იტვირთბა....