ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სააკაშვილი: “საბანკო ვალების გასასტუმრებლად ივანიშვილის ქონების წამოღება გვჭირდება”

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ მისი მმართველობის სისუსტე იმაში მდგომარეობდა, რომ მან ივანიშვილს არ გადაახდევინა 1 მილიარდის გადასახადები.

“საქართველოში ჩემი სისუსტე იყო, რომ ივანიშვილმა ჩემს დროს არ გადაიხადა 1 მილიარდის გადასახადები. ჩვენს პირობებში მოხდა ამ მონსტრის კიდევ უფრო გაძლიერება. ოლიგარქები თუ არ ამოიძირკვა, ისე ხალხი ვერ გაიხარებს.

საქართველოში გაიმარჯვებს ის ადამიანი, ვინც არ გაიყიდა ივანიშვილის ფულზე. ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშორების შემდეგ, იმისთვის რომ საბანკო ვალები გავისტუმროთ და შევქმნათ საკრედიტო ფონდი, გვჭირდება ივანიშვილის ქონების წამოღება, მისი უჩასი და შმაგის, ჯგუფის რომელიც მასთან ერთად არის, “თიბისი”-ს უსამართლოდ მითვისებული ფული, იგივე “საქართველოს ბანკი” რასაც აკეთებს, ამათგან შექმნა საკრედიტო ფონდის, მათი ზემოგებების მოსპობა.

5 მილიონი დოლარი აქვს ბანკის დირექტორს ხელფასი, წარმოიდგინეთ 15 ათასი პენსიონერი რასაც იღებს, იმდენს იღებს 1 კაცი, ეს უსამართლობა უნდა დამთავრდეს” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....