aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

12 პირი დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისთვის პასუხისგებაში მისცეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 12 პირი პასუხისგებაში მისცეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გაყალბებული მიღება-ჩაბარების აქტების გამოყენებით, რომლებიც ადასტურებდა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თითქოსდა მათთვის საკუთრებაში გადაცემას, მოტყუებით დაირეგისტრირეს ქალაქ თბილისში, ყოფილი დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე არსებული, ჯამში 68 506 მ2 მიწის ფართი, რომლის საერთო ღირებულება 787 371 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია.

საქმეზე  გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3  და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

იტვირთბა....