ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნინო ბურჯანაძე: “ჩვენც ხომ დავმბომბეთ ცხინვალი და ისინი აღარ უნდა დაგველაპარაკონ?”

ჩვენ გვაქვს დაკარგული ტერიტორიები. იმედია, დროებით და თუ ჭკვიანად მოვიქცევით, საერთოდ არ დავკარგავთ, – განაცხადა “დემოკრატიული მოძრაონის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას.

“ჩვენ გვაქვს დაკარგული ტერიტორიები. იმედია, დროებით და თუ ჭკვიანად მოვიქცევით, საერთოდ არ დავკარგავთ. კი ჩვენ გვბომბავდა რუსეთი. ჩვენ უნდა ვესაუბროთ აფხაზებსა და ოსებს და ისინი უნდა დაგველაპარაკონ?

ჩვენც ხომ დავმბომბეთ ცხინვალი? მაგ ლოგიკით, რახან დაბომბვაზეა საუბარი ცხინვალისა და აფხაზეთის წარმომადგენლები ჩვენ არასდროს უნდა დაგველაპარაკონ”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

იტვირთბა....