ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ავტოფარეხები შესაძლოა აიღონ: “ჩვენ მზად ვართ ამ ავტოფარეხების ადგილზე გავაშენოთ სკვერები”

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით,  ქალაქში არსებული ავტოფარეხები  შეიზლება აიღონ და მათ ნაცვლად ბაღები, სკვერები და სპორტული მოედნები გაშენდეს. ინიციატივა  კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა და თბილისის მთავრობის წევრებს მოუწოდა, თავიანთი რაიონების მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია აწარმოონ.

“მინდა გთხოვოთ და დავიწყოთ მუშაობა. ყველა რაიონში და უბნებში არსებობს ავტოფარეხები, რომლებზეც მგონია, რომ საინტერესოა პროექტების განხორციელება. მინდა გთხოვოთ, რომ დაიწყოთ კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ვართ ამ ავტოფარეხების ადგილზე გავაშენოთ სკვერები, ბაღები და სპორტული მოედნები. ყველა ხარჯს თავის თავზე თბილისის მერია აიღებს. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. სერიოზული პრობლემები გვაქვს და მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. მე მგონია, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი, რადგან ქალაქში გაჩნდება უფრო მეტი მწვანე სივრცე”, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....