რამდენიმე დღის წინ ბათუმში დაკარგული 15 წლის მოზარდი, რომელსაც ოჯახი ოთხი დღის განმავლობაში ეძებდა, შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში, მეგობართან იპოვეს. უწყების ცნობით, გოგონა თავს კარგად გრძნობს და ის უკვე ბათუმში, მშობლებთან მიჰყავთ.
გოგონას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ოჯახმა გაავრცელა. არასრულწლოვნის დედა მომხდარს მოზარდის მიერ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფებში გაწევრიანებას უკავშირებდა. გოგონას მასწავლებელი იმასაც აცხადებდა, რომ მოზარდს ხელზე ჭრილობა უნახა, რის შესახებაც მშობლებს შეატყობინა.