ავსტრალიელი 12 წლის ბიჭმა, მშობლებთან ჩხუბის შემდეგ, ავსტრალიელი 12 წლის ბიჭი ბალიზე გაიქცა და მშობლების საკრედიტო ბარათი მოიპარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მან თვითმფრინავის ბილეთი და სასტუმროს ნომერი ინტერნეტის საშუალებით დაჯავშნა. ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, ბიჭი „დაკარგვიდან“ 9 დღის შემდეგ ბალიზე იპოვეს.
ბიჭი, რომლის სახელი არ ვრცელდება, აცხადებს, რომ მას მხოლოდ ერთხელ მოუწია კითხვებზე პასუხის გაცემა ავიაკომპანიის წარმომადგენლისთვის.
„მათ ჩემი მოსწავლის ბარათი და პასპორტი მოითხოვეს, რათა დამემტკიცებინა რომ 12 წელს გადაცილებული ვარ“, – განუცხადა ბიჭმა პოლიციას.
როგორც BBC წერს, 12 წლის ბიჭი ბალიდან უკმაყოფილო არ დაბრუნებულა.
„ძალიან კარგი იყო. ყოველთვის მიზიდავდა თავგადასავლები“, – განაცხადა ბიჭმა BBC-სთან.