ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა მაისში გაიმართება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ  ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა მაისში გაიმართება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ციხელაშვილის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ტატუნაშვილის საქმე იქნება.

“ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებზე დაფუძნებით წარიმართოს იმგვარად, რომ გამოიკვეთოს პირთა ჯგუფი, რომელსაც ამ უმძიმეს დანაშაულში მიუძღვის ბრალი“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ტ

იტვირთბა....