ახალი ამბები მთავარი სამართალი

არასრულწლოვნების დაპირისპირება 24-ე საჯარო სკოლასთან

თბილისიში, 24-ე სკოლასთან სავარაუდოდ, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არის დაჭრილიც, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში დანის გამოყენების ფაქტს არ ადასტურებენ. ასევე უწყება უარყოფს ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი მოსწავლე დაჭრილია.  შსს-ში ამბობენ, რომ შელაპარაკება სამ მოზარდსა და გამვლელს შორის მოხდა, რომელმაც არასრულწლოვანებს სიგარეტის მოწევის გამო შენიშვნა მისცა.  უწყებაში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....