29 აპრილს, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროგრამა #იყავიაქტიურისაქართველოში-ს ფარგლებში სპორტულ-გასართობ კომპლექსში “ჯინო ფერედაისი” ტერიტორიაზე აწყობს ტურისტული ინდუსტრიის თემატურ გარბენს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოღვაწე ტურ. ოპერატორები, სასტუმროები, გიდები და ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე პირები.
მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე. გარბენის სტარტი კი 11:00 საათზე, სადაც დისტანცია 2.5 კმ იქნება. გარბენის ბოლოს გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ.