ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეზვრიშვილი: “მანდატურთან დაკავშირებული ცვლილებები არ გულისხმობს სკოლაში პოლიციური კომპონენტების შეტანას”

მანდატურთან დაკავშირებული ცვლილებები არ გულისხმობს მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებას და სკოლაში პოლიციური კომპონენტების შეტანას, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ”ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, იზრდება კოორდინაცია სამინისტროებს შორის, რაც საშუალებას იძლევა, მოსწავლეებს შორის სკოლაში არსებული კონფლიქტის სკოლის გარეთ გაგრძელების საშიშროების შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენცია მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აიცილოს.

მეზვრიშვილის  განმარტებით, მანდატურების უფლებამოსილების გაზრდის ფონზე, კანონი იცავს ბალანსს სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავლეთა ინტერესების დაცვას შორის.

შეგახსენებთ, რომ დღემდე 458 საჯარო სკოლაში დასაქმებულია 1300  მანდატური. 2018 წლის სექტემბრიდან 30 საჯარო სკოლაში 70 მანდატური დაემატება, ხოლო 2019 წლის იანვრიდან 100 საჯარო სკოლაში 200 მანდატური დაემატება.

იტვირთბა....