ახალი ამბები მთავარი სამართალი

51-ე სკოლის მოზარდების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას ბრიტანელი ექსპერტები ჩაატარებენ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, საქართველოში ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიულ კომპლექსურ ექსპერტიზას ჩაატარებენ.

“დაახლოებით ორ დღეში საქართველოში ჩამოდიან ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ ამ საქმეზე. ისინი მოწვეული არიან დაცვის მხარის ინიციატივით, ვინაიდან სწორედ დაცვის მხარის სურვილია საქმეზე დადგინდეს უტყუარი ჭეშმარიტება და გაირკვეს დაჭრის პროცესში რამდენი დანა მონაწილეობდა. მიგვაჩნია, რომ თუ ამ კითხვას პასუხი გაეცემა, საქმეზე ჭეშმარიტება მარტივად დადგინდება. სამწუხაროდ, ბარლდების ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც საქმეში არსებობს, ამ კითხვას ვერ პასუხობს”, -განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

რაც შეეხება დღეს დასაკითხ მოწმეებს, როგორც ადვოკატი ამბობს, დაცვის მხარეს მნიშვნელოვან მოწმეებთან მიმართებაში მხოლოდ ერთი მოლოდინი აქვს, რომ ისინი ჩვენებებს შეცვლიან.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 5 მოწმე დაიკითხება, რომელთაგან 4 შემთხვევის თვითმხილველი, ხოლო ერთი კონფლიქტის მონაწილე პირია.

იტვირთბა....