ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძალადობა და შანტაჟი მეშვიდე კლასელზე: დაზარალებული მოსწავლის მშობლები მოძალადეების სკოლიდან გარიცხვას ითხოვენ

გარდაბნის პირველ საჯარო სკოლის მშობლები იმ 3 მოსწავლის სკოლიდან გაშვებას ითხოვენ, რომლებმაც მეშვიდე კლასელზე იძალადეს, ინციდენტი გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს. როგორც დაზარალებულის დედა აცხადებს, მისი შვილი არის ნაცემი და ვიდეოში რასაც ამბობს, ეს ძალდატანებით მოხდა.

მისივე თქმით, ბავშვს სკოლაში პრობლემები ჰქონდა. მისივე ინფორმაციით, მოსწავლეს თანასკოლელები თანხის მიტანასაც სთხოვდნენ.

„პოლიციამ თვითონ მომმართა, თბილისში ვიყავით წასულები. მპირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ერთი კვირაა უკვე და ჯერ ვერაფერს ვერ ვხედავ. უნდათ, რომ სახელი გაუტეხონ და უკეთებენ ასეთ რაღაცას. ნაცემია ბავშვი, დაძალებული აქვთ ასეთი სიტყვები, რომ ელაპარაკა და მერე ისევ უგრძელებენ ცემას და დარტყმას,“-აცხადებს ძალადობის მსხვერპლის მშობელი, სოფო ბურდული.

მას შემეგ რაც მშობლებმა აქცია გამართეს, სკოლის დირექტორი მათ შეხვდა და მსჯელობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

„მოვითხოვთ იმას, რომ ეს ბავშვები არ უნდა იყვნენ აქ. დღეს დადიან სკოლაში ვითომ არაფერი არ დაუშავებიათ. ეს ალბათ არც მშობლებზე არ იმოქმედებს და არც არიგენებ, რომ ეს არ უნდა ჩაიდინონ. დირექტორი არ მოსულა, არ გასაუბრებია ოჯახს,“-აცხადებს ლალი ჭოველიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, სოციალურ ქსელში 20 აპრილს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა.

„სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არსრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....