გოგა ხაინდრავას ტელესერიალში “ჰეროკრატია” გაბოს როლის შემსრულებელმა, კინორეჟისორმა და მსახიობმა ოთარ მიქელაძემ,მიხეილ საააკაშვილს ღია წერილით მიმართა და ბოდიში მოუხადა.
ბოდიში საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს !
ბატონო პრეზიდენტო! ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმისათვის, რომ:
1. 2012 წელს გავწევრიანდი მატყუარა „ ქართულ ოცნებაში“ ;
2. 2012 წლის არჩევნებში ხმა მივეცი „ ქართულ ოცნებას“ ;
3. როგორც მსახიობმა,მონაწილეობა მივიღე მრავალსერიიან სატელევიზიო მხატვრულ ფილმში „ჰეროკრატია“;
პატივისცემით, კინორეჟისორი ოთარ მიქელაძე
23.04.2018.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილიც :
“თქვენ არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი, ივანიშვილს კი!”- დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკზე.