HunnewellPartners-ის (ჰანიველ პარტნერსი) მმართველ პარტნიორს ირაკლი რუხაძესა და ინა გუდავაძეს შორის, ტელეკომპანია იმედისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ნასყიდობაზე მოლაპარაკება დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ bm.ge- ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია იმედის 100 % ირაკლი რუხაძეს საკუთრებაში გადადის. რა დაჯდა ეს ნასყიდობა უცნობია, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, მხარეები ნასყიდობის სავარაუდო ღირებულებად 30 მლნ დოლარს ასახელებდნენ.
TV Imedi-ის 100%-იანი წილის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ შესულა.