საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომლის, მარია ზახაროვას კომენტარს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ყველამ იცის საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
მიხეილ ჯანელიძე შეშფოთებულია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 35 ადამიანის გატაცებით. ამ საკითხზე მინისტრი უახლოეს დღეებში გაეროს ტრიბუნიდანაც ილაპარაკებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილის საქმემ რუსულ-ქართულ ურთიერთობაზე ნეგატიური გავლენა ვერ მოახდინა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ზახაროვამ პრემიერ კვირიკაშვილის “სამშვიდობო ინიციატივაც” შეაფასა. ზახაროვას თქმით, ინიციატივით ქართულმა მხარემ ფაქტობრივად აღიარა, რომ აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთის მცხოვრებლები თავს საქართველოს მოქალაქეებად არ მიიჩნევენ და არც სურთ რომ იყვნენ, მიუხედავად უხვი დაპირებისა.