ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კონტრაქტორი კომპანიები გორის გვირაბის ჩაკეტვის გამო დაჯარიმდნენ

19 აპრილს, საავტპმობილო გზების დეპარატამენტის ინფორმაციით, ორმოული შეკეთების სამუშაოების განხორციელებისას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანიამ – შპს „იბოლიამ“, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 1.5 საათით ჩაკეტა, ნაკადი კი გორის გვირაბის შემოვლით გზაზე გადაერთო.

შპს „იბოლიამ “მოძრაობის შეწყვეტის შესახებ არ შეატყობინა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, შესაბამისად საზოგადოებას ინფორმაცია დროულად ვერ მიაწოდეს.

დეპარტამენტმა კონტარქტორი ორგანიზაციისა და ზედამხედველი კომპანიის მიმართ მიიღო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. კერძოდ, შპს „იბოლია“, ხელშეკრულების შესაბამისად დაჯარიმდა 27 505.8 ლარით, ხოლო საზედამხედველო კომპანია „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ – 45 384.57 ლარით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს კონტრაქტორ ორგანიზაციებს, დაიცვან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მიაწოდონ ინფორმაცია დეპარტამენტს ყველა საკითხთან დაკავშირებით, რათა თავიდან აიცილონ  მსგავსი შემთხვევები.

იტვირთბა....