ზღვის სანაპიროზე, ბათუმში ერთი გარდაცვლილი, მეორე კი უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი იპოვეს.
როგორცს „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, პირველადი მონაცემებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი ,,მედცენტრში” გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, კაცი კონტაქტური არ იყო.
გავრცელებული ინფორმაციით ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.