ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ზახაროვა: “რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური  წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება.

“როდესაც 2012 წელს “ქართული ოცნების” მთავრობამ დაინტერესება გამოხატა რუსეთთან ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანაზე, ჩვენ ამას დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ. დაიწყო ნირმალიზების პროცესი, რამაც ამ წლების განმავლობაში პოზიტიური შედეგები მოიტანა”, – აღნიშნა ზახაროვამ.

მისივე თქმით, ტატუნაშვილის საქმე ამ პოზიტიური შედეგების უკუქცევას ვერ გამოიწვევს.

“ურთიერთობების გაუმჯობესება ბევრს საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ არ მოსწონს. გასაკვირი არაა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მოწინააღმდეგებმა აიტაცეს ტატუნაშვილის საქმე. მაგრამ ამ საქმის ირგვლივ ცინიკური პროპაგანდისტური სპეკულაციების მიუხედავად ურთიერთობების უკუქცევა ვერ შეძლეს”, – აღნიშნა ზახაროვამ.

იტვირთბა....