23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს.
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება რიყის პარკში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ოცამდე ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი წიგნებზე სპეციალურ ფასდაკლებას გვთავაზობს.
მთელი დღის განმავლობაში გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, დაგეგმილია შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა და უკვე 15 წელია “იუნესკოს” საერთო ქოლგის ქვეშ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე სხადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება ჩვენს ქვეყანაში.
შეგახსენებთ, რომ 2003 წლიდან კი საქათველოს ყოფილი პრეზიდენტის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ გამოცხადდა.