ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე მკვლელობის შესახებ საკუთარ ჩვენებაში საუბროს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
„13 აპრილს, გადავწყვიტე პირისპირ მენახა თამარი და საბოლოოდ გამერკვია, რატომ იყო ჩემი და ნათელას ურთიერთობის წინააღმდეგი. დაახლოებით 19:00 საათი იქნებოდა, როდესაც გავაჩერე მანქანა ე.წ. მრგვალ ბაღთან და ფეხით გადავედი მათ სახლში. კარები ღია დამხვდა. შევედი და დავრწმუნდი, რომ არავინ იყო.
რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ თამარი და მისი ბავშვები. მივესალმე. მან მითხრა, რატომ შემაშინეო, შემდეგ ატეხა ყვირილი და გაიქცა ფანჯრისკენ. რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ თამარი და მისი ბავშვები. მივესალმე. მან მითხრა, რატომ შემაშინეო, შემდეგ ატეხა ყვირილი და გაიქცა ფანჯრისკენ. ამის დანახვაზე გავეკიდე და დავეწიე, მანქანიდან ამოტანილი დიდი ზომის დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მივაყენე მრავლობითი ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ადგილზევე. ვინაიდან არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული თამარი, იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ”, – ამბობს ბაქრაძე.
შეგახსნებთ, რომ 25 წლის ქალი 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლეს. მისი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, თემურ ბაქრაძე, ვეფხია ბაქრაძის ახლო ნათესავი, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.