ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ევროკავშირი სომხეთის მოვლენებზე: შეკრების თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა

ევროკავშირი სომხეთშ მიმდინარე აქციებს ეხმაურება.

“შეკრების თავისუფლების მშვიდობიანად და კანონთან შესაბამისად გამოყენება წარმოადგენს ყველა ადამიანის უნივერსალურ და ფუნდამენტალურ უფლებას. ევროკავშირი სომხეთის მთავრობისგან მოელის ამ უფლების სრულ პატივისცემას და კანონის სამართლიანად და პროპორციულად გამოყენებას, ისე, როგორც ამას ითვალისწინებს სომხეთის საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების ევროპული კონვენცია.
დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა, ვინც დააკავეს მაშინ, როცა კანონის შესაბამისად სარგებლობდა შეკრების თავისუფლების თავისი ფუნდამენტური უფლებით. უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება და პასუხისმგებლობით იმოქმედოს. აუცილებელია მხარეების მომცველი დიალოგი, რომლისკენ მოწოდებაც პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა გამოთქვა და რომელიც მიზნადაისახავს შექმნილი ვითარების დაუყოვნებელ და მშვიდობიან გადაჭრას. ამდენად, იმედგამაცრუებელი და შემაშფოთებელია ის, რომ პრემიერმინისტრ სერჟ სარგსიანსა და დეპუტატ ნიკოლ პაშინიანს შორის გამართულმა დიალოგმა ვერ აღკვეთა ესკალაცია,”- წერია განცხადებაში.

ერევანში აქციები 13 აპრილს დაიწყო. მონაწილეები სერჟ სარგსიანის პრეზიდენტობას აპროტეტებენ.

იტვირთბა....