ახალი ამბები მთავარი სამართალი

დღეს ბაჩო ახალაიას განაჩენი გამოცხადდება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას მიმართ განაჩენი გამოცხადდება. პროცესი 15:00 საათზეა დანიშნული.

საქმის არსებითი განხილვა 16 აპრილს დასრულდა, რის შემდეგაც მოსამართლე ლელა შკუბულიანი სათათბიროდ გავიდა.

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა, რომელსაც ორგანიზება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გაუკეთა. კერძოდ, გამოძიების თანახმად, ახალაიას გეგმის მიხედვით, №8 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა საკანში, სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს ძალადობა. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გონს მოუსვლელად გარდაიცვალა. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, პოლკოვნიკის წამების მიზანი იყო, რომ მას ქვეყნის საწინააღმდეგო ჯაშუშობა ეღიარებინა.

იტვირთბა....