ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად, 31 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ამის შესახებ CNN იუწყება. აფეთქება ქაბულში ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრთან მოხდა.
ჯერჯერობით, არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
წელს, ქაბულში ბოლო აფეთქება 21 მარტსაც მოხდა, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქების შედეგად 29 ადამიანი მოკლა, ხოლო 52 კი დაშავდა.