ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საოკუპაციო ხაზთან ახლოს მესაზღვრეებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ ქერედან, მესაზღვრეებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორამციას Interpressnews.ge ავრცელებს.

იმავე გამოცემის ცნობით, სოფელ ქერეს მცხოვრები აკაკი მისირელი ცხინვალის მილიციაში გადაიყვანეს. დეტალები დაზუსტების პროცესშია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი”.

იტვირთბა....