ახალი ამბები მთავარი სამართალი

კახეთში 26 წლის მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა

ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტში 26 წლის მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.  შემთხვევა გუშინ, ღამით, ლაგოდეხის საზღვრის მეორე პუნქტზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მესაზღვრეს სამსახურეობრივი იარაღი გაუვარდა.

ფაქტზე მოკვლევა კახეთის პროკურატურამ დაიწყო. მესაზღვრის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

იტვირთბა....