“აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, სიღარიბისა და მუშაობის გამო, სკოლაში სიარულს თავი 245-მა მოსწავლემ დაანება თავი.
2017 წელს შრომის გამო, 106 ბავშვს შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი საბაზო საფეხურის დასრულებამდე, ხოლო სრული ზოგადი განათლების მიღებამდე – 139 ბავშვს.
სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონის გამო, ბავშვები ასაკთან და ფიზიკურ განვითარებასთან შეუსაბამო სამუშაოს ასრულებენ. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეს სისტემური ხასიათის პრობლემაა, სახელმწიფომ კი ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგა.
“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების როლის გაძლიერება ქუჩაში ბავშვთა მუშაობის შემთხვევებზე რეაგირების, დროული გადამისამართებისა და დახმარების კუთხით, ” – წერია დოკუმენტში.