თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელ twitter-ში წერს, რომ ნავთობის ფასს ხელოვნურად ზრდიან.
„როგორც ჩანს, OPEC-ი ძველებურად მოქმედებს. ყველგან რეკორდული რაოდენობით ნავთობია, ზღვაში ნავთობით დატვირთული გემები დაცურავს. ნავთობის ფასი კი ხელოვნურად არის გაზრდილი. ამაში კარგი არაფერია. ეს მიუღებელია,“- წერს ტრამპი.
Looks like OPEC is at it again. With record amounts of Oil all over the place, including the fully loaded ships at sea, Oil prices are artificially Very High! No good and will not be accepted!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) April 20, 2018
დღეს ნავთობის ფასმა 2014 წლის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. ბარელი ნავთობის ფასმა 74$-ს გადააჭარბა. როგორც Finanacial Times-ი წერს, ფასების მატება რუსეთისა და OPEC-ის ქვეყნების შეთანხმების შედეგია, რომლებიც წარმოების შემცირებაზე შეთანხმდნენ.