ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ხაშურის სოფელ წრომში, 2016 წელს გამგებლის ადმინისტრაცია საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ფულით გარემონტდა.
რემონტში დახარჯული 51,200 ლარი წრომის თემში შემავალი 7 სოფლისათვის იყო განსაზღვრული.
როგორც ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად სახელმწიფო აუდიტის დასკვნისა, 2017 წელს გიორგი გურასპაშვილი ადგილობრივ არჩევნებში ხაშურის მერის თანამდებობაზე წარადგინეს და შემდეგ აირჩიეს. აუდიტის დასკვანში გამოქვეყნებულ ინფორმაციას კი სამართლებრივი რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.