“ლეიბორისტების” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, გადაცემა “რეაქციაში“ განცხადება გააკეთა, სადაც ის ამბობს, რომ ამომრჩეველთა გარკვეიული კატეგორია იდიოტია. ინგა გრიგოლიამ კი ამ კომენტარზე ნათელაშვილს იუთხრა, რომ ასეთი დამოკიდებულება ამომრჩეველთა მიმართ ცუდი ტონია.
“დღეს თუ გინდათ გადარჩენა, უნდა მომცეთ ხმა, თუ არადა, კახეთშია შესანიშნავი გამოთქმა, ვირმა პალო მოაძრო, იმდენი სხვას არა ქნაო, რამდენიც თავისთავსაო. ისევ იდიოტი კატეგორია ამომრჩევლისა, რომელიც კითხულობს, საკრებულოს თავმჯდომარედ არ აირჩიეს, აი, ჩემი სახლის ვნებს რომ თვლიან და მთელი საქართველო, რომ გაიტანეს უცხოეთში იმას, რომ ირჩევენ. აი ეს კატეგორია კიდევ მიიღებს იმ პალოს, რომელსც თვითონ მოაძრობენ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
გადაცემის წამყვნმა კი პოლიტიკოსის მისამართით ასეთი რეპლიკა გააკეთა:
“ბოდიში, მაგრამ ასეთი თანამედროვე გამოთქმა არსებობს, რომ ეჭვი მაქვს ძალიან გათრევენ მაგ სიტყვების გამო, ახლა რომ იდიოტი უწოდეთ ამომრჩეველს”, – რაზეც ნათელაშვილის პასუხი ასეთი იყო:
“ამომრჩეველს, რომელსაც ეგონა გახდებოდა ბიძინა ივანიშვილსი მეწილე, ამის გამო გაყიდა თავის ხმა და სული სხვა რა შეიძლება ვუწოდო”, – თქვა შალვა ნათელაშვილმა.