ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„დავით ჭიჭინაძეს ჩემს კაბინეტში მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. თალაკვაძე ამბობს, რომ ვინც შეურაცხყოფას აყენებს თანაგუნდელებს, გამართლება ვერ ექნება და მას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.  თალაკვაძის თქმით, მისთვის მიუღებელია დავით ჭიჭინაძის განცხადებები ირაკლი კობახიძის, გია ვოლსკისა და სხვა კოლეგების მისამართით.

„დავით ჭიჭინაძეს ჩემს კაბინეტში მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ვინც შეურაცხყოფას აყენებს თანაგუნდელებს, გამართლება ვერ ექნება. ჩემთვის მიუღებელია მისი განცხადებები ირაკლი კობახიძის, გიორგი ვოლსკის და ჩვენი სხვა კოლეგების მიმართ” – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭიჭინაძემ საკუთარი თანაგუნდელების გია ვოლსკის, გუგული მაღრაძის, ვანო ზარდიაშვილის და ირაკლი კობახიძის განცხადებები გააკრიტიკა.

ჭიჭინაძე მაღარაძეზე: „ადამიანი, რომელიც მაგ ასაკში იმყოფება, ეთიკა და ზრდილობა უკვე შეძენილი უნდა ჰქონდეს“

იტვირთბა....