სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ეხმარებიან შეუძლოდ მყოფ კაცს. ვიდეოში ჩანს, როგორ ანიშნებს სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებს უცხოელი, რომ კაცს მუცლის არეში ტკივილები აქვს. სასწრაფოს ექიმებმა პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს. ის უცხოელებმა ხელში აიყვანეს და სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვეს.
ვიდეოში ექიმი ამბობს, რომ პაციენტი ეცნო და მას ნაღვლის ბუშტის ოპერაცია აქვს გაკეთებული. ვიდეოს გავრცელების შემდეგ საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სასწრაფოს ექიმები გულგრილობით გამოირჩევიან. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ ექიმების ქმედებებზე დაწყებულია მოკვლევა.