საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დღეს აღარ ჩატარდება. მიზეზად საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხები სახელდება.
„ამაზე მოგვიანებით იქნება ცნობილი. ჩვენ გვინდა ყველა დაესწროს, ამიტომ გადაწყდება, სად და როდის იქნება უმჯობესი იმის გათვალსწინებით, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა ამ სხდომაში მიიღოს მონაწილეობა“ – აცხადებს ეკა ბესელია.
უმრავლესობის სხდომა დღეს 21:00 საათზე იყო ჩანიშნული, სხდომის მოწვევის თაობაზე კი განცხადება გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.