ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისის პოლიციის იმდროინდელი შეფი ამბობს, რომ გიორგი სანაიას მკვლელობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო

ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში, ვანიჩკა პავლიაშვილის გადაცემაში, თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა სოსო ალავიძემ, რომელიც ცნობილი ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობის დროს მუშაობდა აღნიშნულ თანამდებობაზე, სენსაციური განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, სანაიას მკვლელობას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა და არანაირ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე არ მომხდარა მკვლელობა, რომელიც ოფიციალურად იყო გაცხადებული.

“მე თავად, პირველად შევედი იმ ოთახში, სადაც სანაიას გვამი იყო” – ალავიძე ამბობს, რომ ის ოპერატიულ ინფორმაციას პერიოდულად აწვდიდა იმდროინდელ შს მინისტრს. ალავიძე ირიბად იშვერს ხელს “მოქალაქეთა კავშირის” იმდროინდელ ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდისკენ და ამბობს, რომ არსებობდა დაინტერესება მათი მხრიდან.

“სანაიას მკვლელობას ჰქონდა პოლიტიკური სარჩული და ის გახდა მსხვერპლი იმდროინდელი პოლიტიკური რეჟიმის. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნებოდა მსხვერპლი, მთავარია რეზონანსული მკვლელობა ყოფილიყო” – აცხადებს ალავიძე.

შეგახსენებთ, 2001 წელს საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს ცნობილი ჟურნალისტი გიორგი სანაია. მიუხედავად იმისა, რომ სკანდალური მკვლელობის საქმეში არის გასამართლებული პირი, ჟურნალისტის მკვლეობასთან დაკავშირებით დღემდე ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს.

იტვირთბა....