სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას განაცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში განთავსებულმა სპეციალურმა ხაფანგებმა ადგილზე აზიური ფაროსანას არსებობა არ დაადასტურა.
ლიპარტიას თქმით, დღევანდელი მონაცემებით, აღმოსავლეთ საქართველო რისკის ზონას არ წამოადგენს.
,,იმ რეგიონებში, სადაც აზიური ფაროსანას გააქტიურება შეინიშნება და შემდეგ პერიოდში სადაც გამოჩნდება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება”,- აღნიშნა ლიპარტიამ.