ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში მდებარე აკაციის ასწლოვანი ხეები მოჭრეს

ასწლოვანი აკაციის ხეები გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა , სტალინის მუზეუმის ადმინისტრაციის თხოვნით მოჭრეს.

რადიო “მოზაიკის” ინფორმაციით, მუზეუმის თანამშრომელი ზურა ახალბედაშვილი აცხადებს, რომ ხეები გამხმარი იყო და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს.

მისივე ინფორმაციით,  სტალინის მუზეუმის ტერიტორიის გამწვანება და ახალი დეკორატიული ნარგავების გაშენება იგეგმება. მოჭრილ ხეებს კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემენ.

ფოტო: რადიო “მოზაიკა”

იტვირთბა....