ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სანდრო ბრეგაძე: “ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა აიკრძალება”

უნდა გამოვაცხადოთ სამხედრო პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საბანკო ტერორის შეჩერება. ნარკოტიკების გასაღებისთვის სამუდამო პატიმრობა იქნება, – აცხადებს “მეტრონომთან” “ქართული მარშის” საპრეზიდენტო კანდიდატი სანდრო ბრეგაძე მისი წინასაარჩევნო პროგრამის კომენტირებისას.

“მე მექნება ქართულ რეალობას მისადაგებული მარი ლე პენის მსგავსი წინასაარჩევნო პროგრამა. პირველი და უმთავრესი იქნება ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის შეჩერება და დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესება. გარდა ამისა, ჰომოსექსუალიზმისა და გარყვნილების პროპაგანდა უნდა აიკრძალოს და ამის ფონზე ქვეყნის განვითარებაში ეკლესიის როლი უნდა გაიზარდოს. უნდა გამოვაცხადოთ სამხედრო პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საბანკო ტერორის შეჩერება. ნარკოტიკების გასაღებისთვის სამუდამო პატიმრობა იქნება. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ ეთნიკურად ქართველებს მიენიჭებათ.  მე ვიქნები არა ამერიკისა და რუსეთის, არამედ ქართველი ხალხის საპრეზიდენტო კანდიდატი”, – აცხადებს ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული მარშის” კანდიდატი სანდრო ბრეგაძე იქნება.

იტვირთბა....