საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოეპრაცია „კავკასუს ნორმანდიასი“ ჩაატარა. ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის განცხადებით სპეცოპერაცია საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარდა, რის შედეგადაც 4 ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს.
ჭელიძის განცხადებით, სალონიკში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები არიან ლაშა შუშანაშვილი იგივე (რუსთავსკი), საფრანგეთში ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნაშვილი, საბერძნეთში ათენში კი ნოდარ შუკაკიძე და მერაბ ასანიძე.
დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც. დაკავებულია კახაბერ აბუაშვილი, იგივე “კაბუ.”